Tuesday, March 19, 2013

სასწავლო პროექტი


პროექტის  სახელწოდება: Great places  to  visit.



პროექტის  მთავარი  იდეა: მოსწავლეები  გაეცნონ მსოფლიო ღირსშესანიშნაობებს.



პროექტის  აქტუალობა: ღირსშესანიშნაობების  როლი თანამედროვე  ცხოვრებაში.



პროექტის  მიზნები: მოსწავლეები  აქტიურად  უნდა ჩაერთონ მსოფლიო  ღირსშესანიშნაობების  მოძიებაში როგორიცაა: The Big Ben, The Eiffel Tower, The Buckingham Palace, Pyramids…..



მონაწილეთა  ასაკი13-14 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 4-5 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციებს  ზემოთ აღნიშნული თემის შესახებ, რითაც განუვითარდებათ წერა-კითხვის, მეტყველების, ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები, ამოკრებენ ფაქტობრივ  ინფორმაციას (ვინ, სად,, როდის, რამდენი...) გაიმდიდრებენ  ლექსიკურ  მარაგს.

პროექტისთვის საჭირო  რესურსები: ინტერნეტი, ენციკლიპედია, ვიდეო  მასალა.

პროექტის  მსვლელობა:

1)    კლასის  დაყოფა ჯგუფებად.

2)    პროექტის  მომზადება.

3)    პროექტის  პეზენტაცია.

4)    პროექტის  შეფასება.

კრიტერიუმები
მაღალი
9-10
საშუალო
6-7-8
დაბალი
4-5
ჯგუფური მუშაობა
აქტიურად ერთვება  პროექტის  საქმიანობებში, ავლენს ლიდერის უნარ-ჩვევებს.
ლიდერების  დახმარებით  თავს ართმევენ დაკისრებულ  მოვალეობას.
არიან  პასიურები, თუმცა გარკვეულ  ინტერესს  იჩენენ საქმიანობის მიმართ.
პრეზენტაცია
წარმოდგენილი  მასალა სრულყოფილია, გამდიდრებულია ლექსიკური მარაგით.
დამაკმაყოფილებლად ახდენენ პროექტის პრეზენტაციას.
მონაწილეობას ღებულობენ მხოლოდ ცალკეული ფრაზების მეშვეობით.

საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ინგლისური ენა / გეოგრაფია.

  • მოსწავლეები  ავლებენ პარალელებს უცხოურ და მშობლიურ  კულტურებს შორის, პოულობენ მსგავსებებს და განსხვავებებს.
  • მოსწავლეები აკვირდებიან  და ამოიცნობენ ილუსტრაციებში  ასახულ  კულტურულ, სიმბოლურ რეალიებს.


პროექტის  ხელმძღვანელი: ინგა ჩხაიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: Chkhaidzeinga7@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი: Chkhaidzeinga7.blogspot.com